On October 4, 2017 the presentation of the book “The Science of Education” (in Georgian) by Prof., Dr. Natela Doghonadze took place. The book was a product of a two-year project, based on MA students’ initiative. The idea of audio recording, for example was theirs and realized by them, too.
Besides the IBSU academic staff, the event was attended by guests from Iakob Gogebashvili Telavi State University, Sokhumi State University and Georgian Technical University. The book deals with various aspects of educational sciences, including the traditional pedagogy, education psychology, education philosophy, sociology of education and education managementas well as legislation dealing with education.
It is an MA and 60-credit teacher training program course book. It involves, besides the book, a CD with the text of the book, power point presentations, and an audio version of the book. There are tasks at the end of each topic (unit)and in the presentations. The book deals with contemporary views on various educational issues as well as educational practice all over the world, including Georgia. The author expressed hope that the book will contribute to making teaching in Georgia more corresponding to contemporary demands.
The attendants got as presents the books with the author’s signatures. The Universities with which IBSU cooperates will get a copy each for the library.
2017 წ. 4 ოქტომბერს შედგა პრეზენტაცია პროფესორ ნათელა დოღონაძის წიგნის „განათლების მეცნიერება“. წიგნი იყო ორწლიანი პროქტის პროდუქტი, რომელიც ეფუძნებოდა სტუდენტ-მაგისტრანტების ინიციატივას და აუდიო ჩანაწერის გაკეთებაც მათი იდეა იყო და მათ მიერ რეალიზებული.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის გარდა, ღონისძიებას დაესწრო სტუმრები იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან. წიგნი ეხება განათლების მეცნიერებების მრავალ ასპექტს: ტრადიციულ პედაგოგიკას, განათლების ფსიქოლოგიას, ფილოსოფიას, სოციოლოგიასა და მენეჯმენტს, ასევე საგანმანათლებლო კანონმდებლობას.
იგი შედგენილია როგორც სახელმძღვანელო მაგისტრანტებისთვის და 60-კრედიტიანი მასწავლებელთა მომზადების პროგრამისათვის. წიგნს თან ახლავს დისკი, რომელიც მოიცავს წიგნის ელექტრონულ ვერსიას, თემატურ სლაიდებსა და წიგნის აუდიო ვერსიას. ყველა თემის ბოლოს და ასევე სლაიდებში შემოთავაზებულია დავალებები. წიგნი ეხება განათლების სხვადასხვა საკითხებზე თანამედროვე შეხედულებებს და ასევე ინფორმაციას საგანმანათლებლო პრაქტიკაზე მთელ მსოფლიოში, საქართველოს ჩათვლით. ავტორმა გამოხატა იმედი, რომ წიგნი წვლილს შეიტანს საქართველოში სასწავლო პროცესის მოდერნიზაციაში.
პრეზენტაციაზე დამსწრეებმა მიიღეს საჩუქრად წიგნი ავტორის ხელმოწერით. უნივერსიტეტები, რომლებიც თანამშრომლობენ შზსუ-სთან, მიიღებენ საჩუქრად ეგზემპლარს ბიბლიოთეკისთვის.