Sidebar

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის წარმომადგენლებსა და კომპანია Logical Systems-ს შორის საქმიანი შეხვედრა გაიმართა. კომპანიამ ადგილობრივი წარმოების დაშვების კონტროლისა და ვიდეო მონიტორინგის, სამეთველყურეო კამერების და უსაფრთხოების სისტემების, ავტოტრანსპორტის სკანირების, ელ.საგზაო ნიშნების სისტემების და სხვა პროდუქტების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, Logical Systems-ის საქმიანობაში IBSU-ს სტუდენტების ჩართვა და პრაქტიკული ხასიათის ერთობლივი აქტივობები იგეგმება.